понедельник, 18 июля 2016 г.

დღე-9

ტრენინგის ბოლო დღეს  გავეცანით  ჯგუფის წევრების პროექტებს,  ერთმანეთს ოპონირების  ფორმით გავუკეთეთ კომენტარები, შევაფასეთ ერთმანეთი და გავუზიარეთ   აზრები.
   ტრენინგის  სრული კურსი მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელია მასწავლებლებისათვის .   ვისწავლეთ პროექტების შექმნა, მისი  ბლოგებზე განთავსება.
ჩემი პროექტი  მზადაა და ველოდები თქვენს მონიტორინგს.  კმაყოფილი ვარ ტრენერის მუშაობით,  ვუხდი დიდ მადლობას. ყველას ვუსურვებ წარმატებას.

воскресенье, 17 июля 2016 г.

დღე -8

ტრენინგის მე-8  დღეს  ვისწავლე  პროექტის ჩაშენება ბლოგზე. ასევე გავეცანი ბლოგის  დიზაინის გაკეთებას . ვისწავლე, როგორ  გავუწიო  მოსწავლეებს  ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. ფასილიტაცია ტექნოლოგიებით  მნიშვნელოვანია  მოსწავლეებში   ინტერესის  აღსაძრავად  და შედეგზე გასასვლელად.

суббота, 16 июля 2016 г.

დღე - 7

მე-7  დღე  იყო  მნიშვნელოვანი,იმითი რომ  მიმოვიხილეთ  საშინაო დავალება  მოსწავლის როლში მომზადებული.  მივიღეთ  უკუკავშირის ფორმით  მითითებები,  რეკომენდაციები. მივიღე მონაწილეობა  შეფასების  რუბლიკების  შექმნაზე,  შევქმენი შეფასების რუბლიკა  ჩემი  პროექტის  შესაბამისად.  ასევე  გავეცანი გარდნერისა და ბლუმის  მატრიცას და  პროექტიდან გამომდინარე  შევქმენი  შესაბამისი   მატრიცა.  მიღებულ ცოდნას  გამოვიყენებ  ჩემს  პრაქტიკაში.

пятница, 15 июля 2016 г.

დღე - 6

დღევანდელი  დღე   ჩემთვის  მნიშვნელოვანი  იყო.  ვინაიდან   პროექტის   გეგმა   უნდა  მოგვერგო   მოსწავლეების   როლისთვის.  მათი   ხედვიდან,  უნარებიდან   გამომდინარე  შევქმენით  პრეზენტაცია   პოვერ პოინტში,  ვისწავლე,  როგორი  თანმიმდევრობა  უნდა  დავიცვა    სლაიდების  შექმნისას ,  დიაგრამის  აგება,  დიზაინის  გაკეთება.  ნამდვილად  საჭირო  მასალას   გავეცანით  დღეს,  შემდგომში   სწავლების  პროცესში   აუცილებლად  გამოვიყენებ.

понедельник, 11 июля 2016 г.

დღე - 5

ტრენინგის  მე-5  დღე  ნაყოფიერი იყო  იმითი ,  რომ  ვისწავლე  საავტორო  უფლებების  დაცვა,  თანამშრომლებთან   და  მოსწავლეებთან  უკუკავშირის  ფორმა. ეს  პროცესი   მომეწონა   ძალიან,  გაგვიადვილდება  თანამშრომლებთან   ინფორმაციის  გაცვლა.  დიდი  მადლობა  კიდევ  ერთხელ.

суббота, 9 июля 2016 г.

დღე - 4

დღევანდელი  დღე  ჩემთვის  მნიშვნელოვანი  იყო  იმითი,  რომ  ვისწავლეპროექტზე  მუშაობისას   მიმართულების მიმცემი საკვანძო  კითხვების  დასმა.   გავიგე როგორ  დავიცვა  თანმიმდევრობა  კითხვების  დასმის  დროს. შევეცდები   გამოვიყენო  მიღებული  ცოდნა  სწავლების  პროცასში.